ნეტგაზეთი | თორნიკე შენგელია შიო ხეცურიანს მხარდაჭერას უცხადებს თორნიკე შენგელია შიო ხეცურიანს მხარდაჭერას უცხადებს – Netgazeti
RU | GE  

თორნიკე შენგელია შიო ხეცურიანს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი თორნიკე შენგელია კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს შიო ხეცურიანს უჭერს. ცოტა ხნის წინ ხეცურიანის სასარგებლოდ კანდიდატურა კახა შენგელიამ მოხსნა, რომელიც თორნიკეს მამაა.

“მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა, მაგრამ ჩემი დიდი სიყვარულის კალათბურთის მიმართ და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება! როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. იმის შემდეგ, რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღესდღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი… მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი, რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის, რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენ საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შენგელია ავრცელებს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის, ორივე ყოფილი კალათბურთელია: შიო ხეცურიანი და პაატა გურასპაული. ხეცურიანს მხარს ზაზა ფაჩულიაც უჭერს.

უფრო მეტიი ამ არჩევნების ირგვლივ არსებული დაპირისპირების შესახებ შეგიძიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com