ახალი ამბები

სასულიერო პირების წინასასამართლო სხდომა დაიწყო

23 ივლისი, 2013 • 1086
სასულიერო პირების წინასასამართლო სხდომა დაიწყო

აუდიტორიის სიმრვალის გამო პროცესი დიდ, 150-კაციან დარბაზში იმართება. საქმეს მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე განიხილავს.

 

თამაზ ბიჩინაშვილს (მამა ანთიმოზი), ირაკლი ბასილაიას (მამა იოთამი), ტიტალ დავრიშიანს, ბექა სალუქვაძესა და გიორგი ბასიაშვილის ბრალი სიხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას – ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ეს მუხლი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესს ყველა ბრალდებული ესწრება.

 

17 მაისს, ტრანსფობიასთან და ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში უნდა გამართულიყო აქცია-ფელშმობი, რისი საშუალებაც უფლებადამცველებს არ მისცეს სასულიერო პირებმა, მრევლმა და ადამიანების ჯგუფმა, რომლებმაც კონტრაქცია გამართეს, გაარღვიეს პოლიციის კორდონი და განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი და დაზიანდა საქალაქო ტრანსპორტი.

სასულიერო პირების სასამართლო პროცესი
სასულიერო პირების სასამართლო პროცესი

მასალების გადაბეჭდვის წესი