ახალი ამბები

საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას შესაძლოა კუკავამ უხელმძღვანელოს

22 ივლისი, 2013 • • 953
საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას შესაძლოა კუკავამ უხელმძღვანელოს

დედაქალაქის საკრებულოში კომისიების ახალ თავმჯდომარეებს 26 ივლისს აირჩევენ. კუკავა ამ ინფორმაციას არ უარყოფს და აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარედ მისი არჩევის შემთხვევაში საქმიანობას თბილისის მერის, გიგი უგულავას მისამართით მწვავე კითხვების დასმით დაიწყებს. კუკავა უგულავას გადადგომას მოითხოვს და კანონმდებლობაში მერის იმპიჩმენტის პროცედურების ასახვის ინიციატივითაც გამოდის.

“თბილისის მერი, მე მგონი, ამ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთადერთი თანამდებობის პირია, რომლის იმპიჩმენტის პროცედურადც გაწერილი არ არის კანონით. ჩვენ კანონმდებლობაში გათვალისწინებულია დეპუტატის, მოსამართლის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და თბილისის მერი დალაი ლამა არ არის, ამიტომ, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს მისი იმპიჩმენტის პროცედურადც. გარდა ამისა, ჩვენ განვიხილავთ იმ შესაძლებლობასაც, რომ უახლოეს დღეებში საკრებულოში დაკომპლექტდება კომისიები და ალბათ ერთ–ერთ კომისიას მეც ვუხელმძღვანელებ, და ჩვენ ყოველდღიურად უნდა დავსვათ შეკითხვები. ბატონ უგულავას ჩემი კომისიის შემადგებლობაზე მოუწევს სერიოზული კითხვებზე პასუხის გაცემა. ერთადერთი, რითიც მან ამ კითხვებს თავი შეიძლება აარიდოს, ეს არის გადადგომა”.

 

ზემოხსენებულ კომისიას კახა გურული ხელმძღვანელობდა, თუმცა იგი ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო სხდომაზე საკრებულოში ფორმირებულმა ახალმა ინტერპარტიულმა უმრავლესობამ ამ თანამდებობიდან გადაირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი