რუსთავის მე-18 სკოლის მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინეს – ამის შესახებ ინფორმციას სკოლის დირექტორი ადასტურებს.
როგორც სკოლის დირექტორმა, ნატალია ჯავახიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, მეათეკლასელმა ბავშვმა, ვისაც მანდატურმა ელექტროშოკი აღმოუჩინა, განაცხადა, რომ ეს აპარატი ლილოს ბაზრობაზე შეიძინა.
“ეს აპარატი მანდატურმა გარე პერიმეტრის კონტროლის დროს აღმოაჩინა. მოსწავლე სკოლის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, გვერდით შენობასთან იდგა და ხელში ეკავა ფანრის მსგავსი ნივთი. მანდატურის ყურადღება მიიქცია იმან, რომ რაღაც უცნაურ ხმას გამოსცემდა ეს ნივთი, მოჰკიდა მოსწავლეს ხელი, შემოიყვანა სკოლაში, მაცნობა ამის შესახებ. მივხვდით, რომ ეს იყო ელექტროშოკი. გამოვიძახეთ საპტრულო პოლიცია, მშობელი. საპატრუოლო პოლიციამ ბავშვი, მშობელი და მანდატური წაიყვანა დაკითხვაზე. ბავშვს ახსნა-განმარტება დააწერინეს. ერთ საათში ბავშვი გამოუშვეს, მშობელს ეს ნივთი დაუბრუნეს და ბავშვი საგაკვეთილო პროცესში ჩაერთო. ბავშვმა თქვა, რომ ეს ნივთი სახლიდან წამოჰყვა… ოჯახის ნივთი არ ყოფილა, მშობლებმა არ იცოდნენ ამის შესახებ, ბავშვს შეუძენია ლილოს ბაზრობაზე…”- განაცხადა ნატალია ჯავახიშვილმა.
შსს-ში ნეტგაზეთს განაცხადეს, რომ ზარი შემოვიდა მანდატურისგან, პატრულის თანამშრომლები კი ბავშვსა და მშობელს გაესაუბრნენ.