კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა  2 კილოგრამი ტროტილი, ყუმბარმტყორცნი “მუხა”, 2 ხელყუმბარა, ლულქვეშა ყუმბარმტყორცნის 18 ყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1082 ვაზნა და 39 მჭიდი ამოიღეს. 

 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ შსს-მ სამალავები სამეგრელოს რეგიონშიც აღმოაჩინა. კერძოდ, მაშინ შსს-მ განაცხადა, რომ დამარხული კასრებიდან ამოიღეს იარაღი და წამების ამსხველი ვიდეომასალები.

შიდა ქართლში აღმოჩენილი იარაღი
შიდა ქართლში აღმოჩენილი იარაღი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *