სამართალდამცველებმა არადეკლარირებული თანხა საბაჟო გამშვებ პუნქტში სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს.
შსს-ს ცნობით, ირანის მოქალაქე ჰასან ა-ს, რომელიც საბაჟოს გვერდის ავლით ცდილობდა აღნიშნული თანხის შემოტანას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი – ჯარიმა შეეფარდა და არადეკლარირებული თანხა სრულად ჩამოერთვა.
შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო საზღვარზე არალეგალურად გადმოტანილი არადეკლარირებული თანხის შემოტანის კონკრეტული მიზნების დასადგენად აგრძელებს მუშაობას.