ახალი ამბები

სიძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

7 დეკემბერი, 2017 • 2027
სიძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს მთავარი პორკურატურის განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 21 საათზე, ჭიათურის რაიონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა. ა-მ  თავის საცხოვრებელ  სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით  სიძეს ს.ნ- სსანადირო თოფიდან გასროლით კისრისა და სახის  არეში მიაყენა ჭრილობები. მიღებული დაზიანებების შედეგად ს.ნ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა” -ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებლ განცხადებაში.

სამართალდამცავებმა ა.ა. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა). ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი