საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ მომდევნო ერთი წლით სულხან სალაძე აირჩიეს. ის ამ პოზიციაზე ანა ნაცვლიშვილს შეცვლის, რომელმაც ამ პოსტზე 3 წელი იმუშავა.
ანა ნაცვლიშვილთან საიაში თავმჯდომარის პოსტზე მისი საქმიანობის შემაჯამებელ ინტევრიუს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან, 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.
2011 წელს იყო საიას პროექტის – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი.
2010 – 2011 წლებში გაირა ტრენერთა ტრენინგი (TOT) ჰააგის სოციალიურ მეცნიერებთა ინსტიტუტში თემაზე: – “დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა”; “სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობისათვის”.
2006 წელს ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის მუშაობაში.
2003-2006 წლებში მუშაობდა საიას აჭარის ფილიალში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში: კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში, ინფორმაციის თავისუფლება, სამართლებრივი რეფორმა, ფინანსური გამჭვირვალობა.
სულხან სალაძე ამავდროულად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.