ახალი ამბები

#ნუ მომკლავ – მდუმარე აქცია 51-ე სკოლასთან [ფოტო]

4 დეკემბერი, 2017 • 2388
#ნუ მომკლავ – მდუმარე აქცია 51-ე სკოლასთან [ფოტო]

51- ე საჯარო სკოლასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია გამართეს. 1 დეკემბერს ამ სკოლის მახლობლად ორი მოსწავლე მოკლეს.

აქციის მონაწილეებმა სკოლასთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.

სკოლის მოსწავლეებმა ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები, წარწერებით: “მომავალი საფრთხეშია”, “შემდეგი შეიძლება მე ვიყო”, “ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალს”, მეც სკოლის მოსწავლე ვარ”.

აქცია 20:00 საათზე დაიწყო. აქციის დაწყებამდე აქ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი მივიდა და პარაკლისი გადაიხადა.

51-ე საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მოკლეს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში დანებით მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლედ. მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი იმავე დღეს დააკავეს, ხოლო მეორე – იძებნებოდა და გამოძიებაში 4 დეკემბერს გამოცხადდა. 4 დეკემბერს მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია. გარდა მკვლელობაში ბრალდებულებისა, პროკურატურამ 5 ადამიანს დანაშაულის დაფარვის მუხლით წაუყენა ბრალი. 4 დეკემბრის მდგომარეობით, საქმეზე სულ 7 ადამიანია ბრალდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი