დღეს, 18 ივლისს ბიძინა ივანიშვილი ლიტვაში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით. პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი.
ვილნიუსში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისტრ ალგირდას ბუტკევიჩიუსთან, ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და ლიტვის რესპუბლიკის სპიკერ ვიდას გედვილასთან. ლიტვაში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ლიტვის რესპუბლიკის სეიმის ევროპული კლუბის წევრებს.
