“ეს საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტია. გამოძიება სრული სვლით მიმდინარეობს. უბრალოდ, მომხდარიდან 8 წლის შემდგომ, როდესაც საქმეში რიგი დოკუმენტები არ იყო, ან თუ იყო, ჯეროვნად არ იყო შედგენილი, რთულდებდა გამოძიებისთვის დასახული ამოცანის შესრულება. გამოძიების ამ სტადიაზე არის პროგრესი, პროგრესად მივიჩნევ, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რა მოხდა, უკვე სიცხადეს იძენს. მე ეხლა ვერ ვიტყვი, რაში გამოიხატება ეს სიცხადე და რა გარემოების დადგენასთან ვართ ახლოს, რადგან ვშიშობ, ამით ზიანი არ მივაყენო საქმეს. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად მაძლევს ის პროგრესი, რაც ხორციელდება. გამომძიებელი ძალიან კვალიფიციურად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და იმ დროის განსაზღვრის გარეშე, თუ როდის იქნება ეს, რადგან არ მინდა შეცდომა დავუშვა, მინდა განვაცხადო, რომ ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება, საზოგადოება მიიღებს ამომწურავ პასუხს, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს, რასთან გვაქვს საქმე, უბედურ შემთხვევასთან თუ რამე სხვასთან, ვინ არიან ისინი, ვინც ამისთვის პასუხისმგებლობას იმსახურებენ. მოკლედ, აი, ის კითხვები, რაც აწუხებს ყველას, ასევე გვაწუხებს ჩვენ და ეტაპობრივად მივდივართ ამ ამოცანის ამოსახსნელად,”- განაცხადა კბილაშვილმა.
კბილაშვილი: ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში პროგრესია
-
19.11.2026
მოსკოვში საპატრიარქოს მიერ გაგზავნილი დელეგაციის შემადგენლობა ცნობილია
-
19.11.2026
კუშნერი: რუსები დავარწმუნეთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაში
-
19.11.2026
კორპუსის ნანგრევებში მხოლოდ ერთი ადამიანი, 7 წლის ბავშვი დარჩა
-
19.11.2026
ზრდის მიუხედავად რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება
-
19.11.2026
ფონიჭალაში მე-4 ადამიანის ცხედარი იპოვეს
-
19.11.2026
“3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის” – სამაშველოს უფროსი
