“ახლა გაცილებით მეტი დრო მაქვს. რა არის ჩემი ფუნქცია, ძირითადად საგარეო პოლიტიკა და მაქსიმალურად ვცდილობ, ამ შიდა დავებში ყოველდღიურად არ ჩავერთო. თუმცა ეს ჩემი ფუნქცია წინა წლებში არ ყოფილა. სხვა რაღაცით ვიყავი დაკავებული და როცა სხვა რაღაც, ჩემი საყვარელი რაღაც წამართვეს, მათ შორის ქართველმა ამომრჩევლებმა, ეს არის ქვეყნის აღმშენებლობის ყოველდღიური ბერკეტები, დრაივი, თუ გნებავთ, დილის ოთხ საათზე მშენებლობებზე მისვლა, საბაჟო ტერმინალებში მისვლა, ახალი გეგმების აწყობა, უცხოელებთან მუშაობა, რომ მეტი ფული ჩაედოთ და ბევრი სხვა საკითხია, რომელი ერთი ჩამოვთვალო”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ მშენებლობები იყო, რაც შეჩერდა:

 

“რატომ იყო ეს შენობები ჩემთვის მნიშვნელოვანი, 2008 წელს, როდესაც გვბომბავდნენ რუსები, რუსებს ჰონდათ განზრახვა ჩვენი მიწასთან გასწორების, რუსებმა თქვეს, რომ საქართველო აღარ იარსებებს და ამის შემდეგ რომ ისეთი რაღაცები აშენდა, იმათ დასანახავადაც, რომ ამ ქვეყანას ნავთობი და გაზი არ აქვს, 700 მილიარდი სადღაც გადანახული არ აქვს და მაინც შეუძლიათ მშენებლობა, შტერდებოდნენ რუსები, ამას როგორ აკეთებთო. ეს ვიზუალები ძალიან მნიშვნელოვანია, ცათამბჯენებიანი ქვეყნის დაბომბვა უფრო ძნელია, ვიდრე მიწასთან გასწორებული ავღანეთის. იქ ადვილია, გადაუვლი და დაცხრილავ ყველაფერს, ეს ასე არ უნდა იყოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *