შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფომრაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა წნორში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცოლს – 1986 წელს დაბადებულ ე.კ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შსს-ს ცნობით, დაზარალებული ამ დროისთვის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფება, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, წნორში დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.