ახალი ამბები

საჩივარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ

16 ივლისი, 2013 •
საჩივარი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ

ლექსო კობაიძე, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე შეეხება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს: დავით ბერიშვილს, ზაზა შენგელიას და ზაზა ფირცხელიანს. 


კობაიძის განმარტებით, კვების გაუმჯობესებთან დაკავშირებით 19 ივნისს კოჯრის ბატალიონში არსებულმა სამოქალაქო შტატში მომუშავე მუშებმა გამართეს აქცია, რის გამოც ისინი ამ მაღალჩინოსნებმა სამსახურიდან გაუშვეს. 


კობაიძე ამბობს, რომ იგივე მაღალჩინოსნებმა 2012 წლის 30 სექტემბერს 2000-მდე სამხედრო პირს კოჯრის ბატალიონში უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს, და აიძულებდნენ მათ ხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” მიეცათ. 


“ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” წევრის, ლექსო კობაიძის თქმითვე, პროკურატურაში ამ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ განცხადება 15 თანამშრომლის სახელით შეაქვთ. 


“ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს საქმე არის სამხედრო პოლიციაში. ჩვენებებიც არის და გამოძიებაც დაწყებულია, მაგრამ კაციშვილი არ რეაგირებს. პრკურატურას ვთხოვთ, ასევე, ირაკლი ალასანიას ვთხოვთ დაინტერესდეს,”- აცახდებს კობაიძე.


აღნიშნულ საკითხზე მედიასთან საუბარში თავდაცვის მინისტრის პასუხი ასეთია: 

 

“კანონი ყველასთვის იქნება კანონი, მაგრამ მიმდინარე გამოძიებებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი