ახალი ამბები

ლევან ვასაძე “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს

16 ივლისი, 2013 • 6020
ლევან ვასაძე “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კი ლევან ვასაძე იქნება. 

 

კითხვაზე, რატომ იქნებიან ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში ეს ბიზნესმენები და საპატრიარქოს წარმომადგენლები,  “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი თამარ ჩიბურდანიძე ამბობს:

 

“ჩვენ წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით მეუფესთან დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით, მეგობარია ის ჩვენი და არის ძალიან აქტიური ამ საკითხებში. საერთოდ საპატრიარქოსთან ვთანამშრომლობთ მჭიდროდ. ზოგადად, ჩვენი ფონდი კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა. ყველა საკითხს და პროექტს ვათანხმებთ უწმინდესთან და პრემიერთან. რაც შეეხება ბიზნესმენებს, პირადად ვესაუბრე ლევან ვასაძეს ჯერ კიდევ ზამთრის პერიოდში. ის მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა. მის მიმართ ჩვენ გვქონდა თხოვნა, რომ საბჭოში შემოსულიყო. ბედნიერი ვართ, რომ პირველივე თხოვნაზე მისგან თანხმობა მივიღეთ. ის უკვე საზოგადოებრივი ცხოვრებაში და ეროვნულ პროექტში ერთვება. რაც შეეხება ლაშა პაპაშვილს და მამუკა ხაზარაძეს, ისინი არიან კარგი ქართველები, მრავალშვილიანები, ქველმოქმედები და მორწმუნეები,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ჩიბურდანიძე.  

 

მისივე თქმით, ფონდი უკვე 7 პროექტზე მუშაობს. მათ შორისაა მესამე შვილის ფინანსური დახმარების საკითხი, რომელიც, როგორც ირკვევა, 2014 წლიდან დაიწყება. ასევე, ჩიბურდანიძის განცხადებით, უნდა დაიწყოს უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა.


“ასევე, საკანონმდებლო ინიციატივაზე ვმუშაობთ, ამჟამად 2 საკანონმდებლო ინიციატივიაზე. მოგეხსენებათ, ფონდის დამფუძლებელები არიან თავად კანონმდებლებიც- მანანა კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ზაქარია ქუცნაშვილი.


გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე
გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე



მასალების გადაბეჭდვის წესი