აქციის მონაწილეების მტკიცებით, მაისის და ივნისის თვეში უხელფასოდ იმუშავეს, მაგრამ დაპირების მიუხედავად კუთვნილი ჰონორარი არ მიუღიათ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გამწვანების სამსახურის თანამშრომლები მერის წინ ქუჩის გადაკეტვით იმუქრებიან. მერიასთან შეკრებილ მანიფესტანტებს აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ვიცე მერი თენგიზ თოფურიძე და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურა ზამბახიძე შეხვდნენ.  

როგორც ზურა ზამბახიძე ამბობს, სახელფასო დავალიანება არა მერიის, არამედ კონკრეტული კომპანიის დასაფარია:

“ქუთაისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, რომლის გამარჯვებულიც  კომპანია „ფაუნა 2007“ გახდა, ამიტომ გამწვანებაზე მომუშავე ადამიანებს „ფაუნა 2007“-თან აქვთ კავშირი და დავალიანება სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უნდა გადაიხადოს. მერია ვერანაირ გზას გამონახავს ამ ხალხის დასახმარებლად.

თავის მხრივ თანხის დროულად არ გადმორიცხვაში ადანაშაულებს კომპანია “ფაუნა 2007″–ის ხელმძღვანელი ქეთინო შენგელია.

 

“ხელშეკრულების მიხედვით ჩვენს კომპანიას ცენტრალურ ბაღში ასი ათასი ყვავილი უნდა დაერგო, მაგრამ, რადგან მერიამ თანხის დროული გადარიცხვა არ მოახდინა, ჩვენ მხოლოდ ორმოცდაათი ათასი ყვავილის დარგვა მოვახერხერთ. ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის აღება, აპრილის შემდეგ არც მე და არც მუშებს ხელფასი არ მიგვიღია, მუშებზე შვიდი-რვა ათასი ლარია დაახლოებით ხელფასის სახით გასაცემი.”

აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციებს პერნამენტულ ხასიათს მისცემენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *