NDI-ის კვლევის მიხედვით, დავით საგანელიძე გამოკითხულთა 32%-ს მოსწონს, დავით ბაქრაძე კი – 48%-ს.
 

ამას გარდა, გამოკითხულთა 2% მიიჩნევს, რომ “ძალიან კარგად” მუშაობს უმრავლესობის ლიდერი, 16%-ის აზრით კი – კარგად. რაც შეეხება უმცირესობის ლიდერს, გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ ძალიან კარგად აფასებს დავით ბაქრაძის საქმიანობას, 21% კი – კარგად.

 

NDI-ის დაკვეთით კვლევა მიმდინარე წლის ივნისში ჩაატარა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა”. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ.

 

კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის 12–26 ივნისს. გამოიკითხა 2338 ადამიანი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +–2,9 პროცენტი.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *