“მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: – ბატონებო, ნიგვზიანში არ გამოგივიდათ, წინწყაროში არ გამოგივიდათ,, აქაც შერცხვით!. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ გვინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი – სად. ხომ შეიძლება, ერთხელაც დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში”
მისივე თქმით, ქართველები ქართველების დაყოფას ცდილობენ, რაც სამარცხვინოა:
“თქვენი ცხოვრებით არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენ გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ. ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცების ლაპარაკს. ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა. ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ? გონიერება გეყოფათ? საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე. თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ”.– განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმებს ლოცვის საშუალებას ადგილობრივი ქრისტიანები უკვეე რამდენიმე კვირაა არ აძლევენ. სამთაწყაროს მუსლიმური თემის მოლა სულიკო ხოზრევანიძე დროებით ქობულეთშიც გამეგზავრა, სადაც მისი ერთ-ერთი შვილი ცხოვრობს:
“ახლაც წამლებს ვსვამ, შიშები მაქვს, ნევროზი დამემართა მას შემდეგ, რაც მოხდა სოფელში,” – ამბობს სულიკო ხოზრევანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
იგი არ მალავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუუარესდა, რაც სოფელ სამთაწყაროში დაპირისპირება დაიწყო ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის, რაც გამოიწვია სოფელში სალოცავის მოწყობამ ერთ-ერთ კერძო სახლში.
28 ივნისს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) დასრულების შემდეგ, სამთაწყაროს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა სულიკო ხოზრევანიძის სახლს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მისმა მეუღლემ – ემინე ხოზრევანიძემ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს დღემდე აწარმოებს გამოძიებას და საქმე აღძრულია მუქარის მუხლით.
სამთაწყაროში ჩავიდნენ სახალხო დამცველი, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თუმცა, ამის მიუხედავად, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ლოცვას არ დაესწრო.
სამთაწყაროში განვითარებული მოვლენებიბის გარდა, ქორეპისკოპოსმა იაკობმა 17 მაისს ჰომოფობისაა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრა:
“17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა. მარტო სამღვდელოება ნახეთ? 100 000 კაცი იყო ქუჩაში. მთელ ერს შეურაცხყოფთ, ერში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ თქვენ, დამნაშავეებს შეგიძლიათ არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრობდეთ, ასევე, ხელისუფლებაში იყოთ, ასე რაღატომ ურევთ? ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა რელიგიებს ამას ვერ გაუბედავდით. ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი და ფორმა არ გქონდეთ”.
17 მაისს ლგბტ ადამიანებს და მათ მხარდამჭერებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდათ, თუმცა სასულიერო პირებმა და მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ჯერ არდაწყებული აქციის მონაწილეებს დაედევნენ. გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით ბრალი ორ მღვდელს წარედგინა, მათი სასამართლო პროცესი ხვალ, 15 ივლისს გაიმართება.
