2013 წლის 12 ივლისს ნიუ–იორკში ხელი მოაწერს ოქმს, რომლის თანახმაად   მხარეები თანხმდებიან, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს განავითარებენ სუვერენული თანასწორობის, სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპების საფუძველზე.

 

”ვანუატუს რესპუბლიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი რეგიონების – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს ვანუატუს გადაწყვეტილებას, საბოლოოდ დაუსვას წერტილი საკითხის ირგვლივ მანამდე არსებულ გაუგებრობას, წარმოადგენს მისი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის ცალსახა დადასტურებას”.– ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ვანუატუს გადაწყვეტილება მაგალითი იქნება იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის გზით აღიარეს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები.

 

ოქმს ხელი გაეროსთან ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დონალდ კალპოკასმა, ხოლო საქართველოს მხრიდან – გაეროსთან საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა მოაწერა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *