კონფერენციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იუსტიციისს მინიტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ფილიპ დიმიტროვი, მოსამართლეები და სხვა პირები მონაწილეობენ.

 

“ვიმედოვნებ, საქართველოში სასამართლო სისტემა ვითარდება, ბევრჯერ მითქვამს, რომ მოსამართლეს საჭიროა ჰქონდეს გამოცდილება, თვითრწმენა და კარგი სახელი, რაც წლების განმავლობაში ყალიბდება. ვფიქრობ, საქართველოში სასამართლო მომწიფებულია დამოუკიდებლობის და საკუთარი ფუნქციების ადეკვატურად შესრულებისათვის, იმედი მაქვს, ეს პროცესი გაგრძელდება”.– განაცხადა  ფილიპ დიმიტროვმა.

 

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია ევროპული გამოცდილების გაზიარება, რათა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა მივიღოთ:

 

“აუცილებელია  ევროპული გამოცდილების გაზიარება, რათა სწრაფად მივიდეთ იმ წერტილამდე, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია. ამას ჭირდება ასეთი დისკუსიები, რაც ჩვენ ადრეც ჩაგვიტარებია, თუმცა მთავარი, რაც ამას სჭირდება, ეს არის მოსამართლეების პასუხისმგებლობა და მაღალი კვალიფიკაცია”. –განაცხადა კუბლაშვილმა.

 

კონფერენცია ამ წუთებშიც გრძელდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *