ახალი ამბები

შსს-მ რუსთავში ლომბარდის ძარცვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

26 ნოემბერი, 2017 • 1836
შსს-მ რუსთავში ლომბარდის ძარცვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავშილომბარდის ძარცვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ზ. წ-მ (1989) 2017 წლის 21 ნოემბერს რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდის ოპერატორს 1500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.წ. მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში, ქუთაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, ხოლო გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი