დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე ჩავიდა. მან სასტიმრო „ლეოგრანდთან“, სადაც გუშინ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩაატარა.

25.11.17 ფოტო: ლელა დემბაძე

”მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით, ვუცხადებ ოჯახებს თანაგრძნობას, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო” – განაცხადა ილია მეორემ.

24 ნოემბერს სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10  საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე დაიღუპა.

ხანძარი სასტუმროში საღამოს რვა საათზე გაჩნდა. სამაშველო სამსახურები მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ. ხანძრის შედეგად დაშავებულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.