პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა:

 

“საქართველო უძველესი კულტურის და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, თუმცა ისტორიული ქარტეხილების გამო დემოკრატიასა და თავსიუფლებაში ცხოვრებას ჩვენ ახლა ვსწავლობთ და ამაში დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს. გარწმუნებთ, ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. განსხვავებულობის გამო თავისუფალი აზრისა და სიტყვისათვის არავინ დაისჯება. გჯვერა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენ ქვეყანას მისცემს გაცილებით დიდ შესაძლებლობებს ააშენოს დემოკრატიული ინსტიტუტები”, – განაცხადა მან.

 

აღნიშნული კონფერენცია უკვე მეათედ იმართება,  თუმცა ახალი ხელისუფლება მას პირველად ატარებს. ღონისძიებას ევროკომისარი შტეფან ფულე და სხვა ევროპელი პოლიტიკოსები ესწრებიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *