ახალი ამბები

უსუფაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო წინასაარჩევნოდ

11 ივლისი, 2013 • 975
უსუფაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო წინასაარჩევნოდ

“ყოველი ჩვენი შეხვედრა არის სულ უფრო მეტად პროდუქტიული, ვინაიდან ახლოვდება ვილნიუსის სამიტი, როდესაც უნდა შეჯამდეს საქართველოს და ევროკავშირის მრავალწლიანი მუშაობის შედეგი. მე კიდევ ერთხელ მივიღე მისგან და მისი კოლეგებისგან დაპირება იმისა, რომ ევროკავშირი ყველაფერს გაკეთებს იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდება იმ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება, რაც გულისხმობს ქვეყნის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაახლოებას. ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება, რომელიც ითხოვს შემდგომ სერიოზულ მუშაობას, მათ შორის პარლამენტის მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, პარლამენტი რამდენად არის მზად იმ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, რაც მოყვება ამ შეთანხმებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს, ფულესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრის დროს საუბარია შეეხო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსაც:

“ბატონმა ფულემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ის ხედავს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მიმართვა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო წინასაარჩევნოდ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყველა პრობლემასთან გამკლავება, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პროცესში ძალიან მნისვნელოვანია ყველას გვქონდეს თანაბარი საშუალება პოლიტიკური კამპანიის და პოლიტიკური აქტივობის. 

დასახვეწია ბევრი რამ, დასახვეწია დემოკრატიული ინსტიტუტები, საპარლამენტო კონტროლი მთავრობაზე, თავდაცვის, უშიშროების, პოლიციის სტრუქტურების, ჩვენ ვიცით, რომ გადმოგვყვა მემკვიდრეობით ბევრი ინსტიტუციური პრობლემა და ამ მიმართულებით მივიღეთ დახმარების შეპირება ექსპერტების მეშვეობით, რომლებიც გრძელვადიანი მისიით ჩამოვიდნენ საქართველოში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი