ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ხანძარს სასტუმროში ამ დრომდე ებრძვიან მეხანძრეები.
ხანძარი სასტუმროში დღეს, 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ადგილზე ბათუმის სახანძრო სამსახურის გარდა ქობულეთის და ხელვაჩაურის სახანძრო ჯგუფებიც გამოიძახეს. ხალხი სასტუმროდან მეხანძრეებმა სახანძრო მანქანის კიბეებით ჩამოყვანეს.
სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის დროს იმყოფებოდნენ „მის საქართველოს“ კონკურსანტები. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა ია კიწმარიშვილმა განაცხადა, ყველა კონკურსანტი კარგად არის.