ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსით, ლარი ევროს მიმართ თითქმის 2 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.21 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა დოლართან. ხვალ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.70 ლარი იქნება.
ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.