ნეტგაზეთი | აფეთქება ეგვიპტის მეჩეთში, არის მსხვერპლი აფეთქება ეგვიპტის მეჩეთში, არის მსხვერპლი – Netgazeti
RU | GE  

აფეთქება ეგვიპტის მეჩეთში, არის მსხვერპლი

ეგვიპტეში, სინაის პროვინციაში, შეიარაღებულმა პირებმა ბომბი ააფეთქეს და ცეცხლი გაუხსნეს მეჩეთში შეკრებილ მოქალაქეებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 184 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 125 დაიჭრა. გამოცემის თანახმად, თვითმხილველები ამბობენ, რომ ბირ ალ აბედის ქალაქში აფეთქება პარასკევის ლოცვების დროს მოხდა, ხოლო ადგილობრივი პოლიციის თქმით, შეიარაღებული პირები, რომლებმაც შეკრებილ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს, ოთხი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნე მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას აფეთქების უკან. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ შეხვედრას გამართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან