ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ჯონდი ბაღათურია კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი

10 ივლისი, 2013 • • 1056
პაატა ბურჭულაძის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ჯონდი ბაღათურია კვლავ ოპტიმისტურადაა განწყობილი

 

როგორც ბაღათურიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, გუშინ ბურჭულაძესთან კონსულტაციების გამართვა ვერ მოახერხა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტის გამო, რომელიც მომღერლის სცენაზე ყოფნის 35 წლისთავს მიეძღვნა. “ქართული დასის” ლიდერი იმედოვნებს, რომ კონსულტაციების გამართვას ახლო მომავალში შეძლებს.

 

“ჩემი ოპტიმიზმი [რომ ბურჭულაძე არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს] არ შეცვლილა”.

 

როგორც ცნობილია, ბურჭულაძესთან საპრეზიდენტო არჩევნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს “თავისუფალი საქართველოც” მართავს, თუმცა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ მიმართულებით რაიმე სიახლის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

 

თვითონ პაატა ბურჭულაძემ გუშინ გამართულ კონცერტზე ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნესტან კირთაძე და ნინო ბურჯანაძე აპირებენ. ნაცმოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს შიდა არჩევნების შედეგად შეარჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი