ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი: საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე არ შედის შინაარსის განხილვაში

10 ივლისი, 2013 • 945
კოტე კუბლაშვილი: საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე არ შედის შინაარსის განხილვაში

“იურისტებმა კარგად უნდა იცოდნენ, როდესაც სასამართლოში შედის საპროცესო შეთანხმება, რას აკეთებს ამ დროს სასამართლო. ეს შეთანხმება, რაც გაფორმდა განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ, ეს ყველაფერი კანონში წერია, რომ საპროცესო შეთანხმების ფორმით ხორციელდება, საპროცესო შეთანხმების დროს მოსამართლე არ შედის შინაარსის განხილვაში, მოსამართლე ამოწმებს, იმ დროს ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლას კონკრეტული ბრალდებულის მიმართ, მხოლოდ ამის შემდეგ იგი იღებს გადაწყვეტილებას დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. ეს პროცედურა სრულიად სამართლიანად წარიმართა სასამართლოში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ მან შეამოწმა, რაც კანონით არის დადგენილი მხოლოდ ის – ხომ არ აიძულეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი შანტაჟს და მუქარას ბრალდებულის მიმართ. მან თქვა, რომ ასეთი რამ არ იყო და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე”, – განმარტა კოტე კუბლაშვილმა.

 

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პროკურორსა და ბრალდებულს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შედის, რაც მას სასამართლო დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი