ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თბილისში გადაადგილება უსაფრთხოა, ჩვენმა ბიჭებმა გაანეიტრალეს საფრთხე

22 ნოემბერი, 2017 • 1772
კვირიკაშვილი: თბილისში გადაადგილება უსაფრთხოა, ჩვენმა ბიჭებმა გაანეიტრალეს საფრთხე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი სპეცრაზმელები მოინახულა, რის შემდეგაც მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

კვირიკავშილის თქმით, ამჟამად თბილისში გადაადგილება უსაფრთხოა, ხოლო ნებისმიერი სახის საფრთხე განეიტრალებულია სპეცსამსახურების მიერ.

“ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და არანაირი საფუძველი, რომ  რაიმე შიში არის, არ არსებობს. ჩვენმა ბიჭებმა გაანეიტრალეს საფრთხე,”- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  საგანგებო სიტუაციების დროს არ არის გამართლებული პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან სხვადასხვა მოწოდებებისა თუ სპეკულაციების საჯარო სივრცეში გამოხატვა.

“როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი. ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი დაიღუპა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ეს ადამიანი ნამდვილად გმირია. დანარჩენი ბიჭები მკურნალობენ. 3 დაჭრილია, როგორც მოგეხსნებათ. მინდა მათ ვუსურვო გამოჯანმრთელება. მინდა ყველას მადლობა გდავუხადო სპეცრაზმის თანამშრომლებს, როგორც სუს-იდან, ისე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელბს შსს-დან. მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე. მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკოსები თუ ექსპერტები, რომლებიც გამოხატავენ  სხვადასხვა მოწოდებებს, მინდა მოვუწოდო, რომ ასეთ სიტუაციებში არ არის გამართლებული რაღაც სპეკულაციები.

რა თქმა უნდა, შეკითხვები უნდა დაისვას და,  მე მგონი, უნდა იყოს რაღაც მომენტი, როცა ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით, მაგრამ არ შეიძლება ასეთი დონის საჯაროობით, ასეთი ტიპის ოპერაციების დეტალებზე საუბარი,” – განაცხადა  გიორგი კვირიკაილმა

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლები.

“არ აქვს მნიშნველობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში მათ ეროვნებას და მათ მოქალაქეობრივ კუთვნილებას ხაზს არ ვუსვამთ. ფაქტია, მათ მშვიდობიან მოწოდებაზე, ჩაბარებოდნენ პოლიციას, უპასუხეს სროლით და იყო ეჭვი, რომ ყველაფერი ცუდად დამთავრებოდა. სამართალდამცავმა ორგანომ  აბსოლუტურად დასაბუთებულად იმოქმედა, აბსოლუტურად ლეგიტიმურად. მინდა ისიც ვთქვა, რომ ის, რომ ქალაქის ცენტრში აღმოაჩინეს და როგორ აღმოჩნდნენ, ასეთი კითხვებიც გაისმა, რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილი და წინასწარი ინფორმაციები არსებობდა. სწორედ ის, რომ აქ აღმოაჩინეს, არის წინასწარი მუშაობის შედეგი,” – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სპეცოპერაციის შედგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ხოლო რაც შეეხება სუს-ის მიერ მოხსენიებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, მათ შორის 3 მოკლულია, ხოლო 1 დაკავებული.


მასალების გადაბეჭდვის წესი