ახალი ამბები

საგარეო უწყება მოქალაქეებს ეგვიპტის კურორტებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

9 ივლისი, 2013 • 1619
საგარეო უწყება მოქალაქეებს ეგვიპტის კურორტებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

“ბოლო პერიოდში სინას ნახევარკუნძულზე მნიშვნელოვნად იმატა დანაშაულის რიცხვმა, ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის მომხდარ შეტაკებებს მოჰყვა მსხვერპლი. წითელი ზღვის პირას მდებარე კურორტ ჰურგადის ტერიტორიაზე ამ დრომდე ძალადობის ფაქტები არ დაფიქსირებულა. ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირერიცხოვან საპროტესტო აქციებს.”

 

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ჰურგადაში,  აფრთხილებს, რომ მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან და არ დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია. 

“კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ეგვიპტის სამართალდამცავმა ორგანოებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს უსაფრთხოების სისტემა და საკურორტო ზონების დაცვა. მიუხედავად ამისა, არსებობს უცხოელებზე თავდასხმების და ტერორისტული აქტების საფრთხე.”

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებთ, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44

მასალების გადაბეჭდვის წესი