ახალი ამბები

საპატრიარქო: იშხანში შესვლის უფლება არ მოგვცეს

9 ივლისი, 2013 • 1074
საპატრიარქო: იშხანში შესვლის უფლება არ მოგვცეს

“6-7 ივლისს, ტაო კლარჯეთში ყოფნისას და ქართული ეკლესია-მონასტრების მოლოცვისას მოვინახულეთ იშხნის ტაძარიც. სამწუხაროდ, აქ კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება სარესტავრაციო სამუშოები და ეს პროცესი ქართველი სპეციალისტების გარეშე მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების მომიზეზებით ჩვენ არ მოგვცეს ეკლესიაში შესვლის უფლებაც კი და მხოლოდ მოვახერხეთ დათვალიერება. 

 

როგორც ამ ეპარქიის მღვდელთმთავარმა, მინდა ვთხოვო სამთავრობო შესაბამის სტუქტურებს, რომ დროულად მოხდეს ქართველი სპეცალისტების ჩართვა იშხანის რესტავრაციაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის დაცვაში და ამასთან, შესაძლო უხეშ შეცდომებისგან დავიცვათ ეს ძეგლი,”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 9 ივლისს ქორეპისკოპისის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მეტროპოლიტი თეოდორე ჭუაძის სახელით გავრცელდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი