ახალი ამბები

ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნისთვის მხოლოდ ჯარიმები მკაცრდება

9 ივლისი, 2013 • 1043
ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნისთვის მხოლოდ ჯარიმები მკაცრდება

საუბარია საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის პროექტიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და რომელიც უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში.

 

ცვლილებების პროექტის მიხედვით, კოდექსის  171-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც საზოგადოებრვ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ან ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფ მდგომარეობაში ყოფნას ითვალისწინებს, ჯარიმის ოდენობა  ამ დანაშაულის პირველადი ჩადენისას  300 ლარით განისაზღვრა, მეორედ და მესამედ ჩადენისთვის კი 500 და 700 ლარი ხდება. 

 

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ხდება მოქალაქის გაფრთხილება, ან დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე მოქმედება ჩადენილი განმეორებით კი, დაჯარიმება შრომის ანაზღაურების ორიდან ოთხ მინიმალურ ოდენობამდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი