ახალი ამბები

პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმა, შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს

9 ივლისი, 2013 • 1006
პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ჯარიმა, შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს

აღნიშნული ცვლილება საქართველოს ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლში შედის. 

 

აღნიშნულ (173-ე) მუხლს მხოლოდ “სიტყვიერი შეურაცხყოფა ან მათ მიმართ შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება” ემატება. ასევე, ცვლილებებით, აღნიშნულ ქმედებისთვის იზრდება ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე. მოქმედი კანონმდებლობით კი ჯარიმის ოდენობა 400 ლარია. 

 

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ახლავს, კანონპროექტის ავტორი (შსს) ცვლილებას ასე ხსნის: 

 

“მოქმედი კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სიტყვიერად ან თავიანთი ქმედებით (ჟესტიკულაციის) შეურაცხყოფას მიაყენებენ აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური ორგანოების თანამშრომლებს. აღნიშნული თანამდებობის პირები წარმოადგნენ სახელმწიფოს და მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით და მათ მიმართ გამოხატულ შეურაცხყოფაზე უნდა უნდა იყოს გათვალისწინებული სანქცია ან სახდელი, რასაც ითვალისწინებს ასევე წამყვანი ევროპული ქვეყნების კანონმდებლობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი