ახალი ამბები

ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისშია

9 ივლისი, 2013 • 1071
ევროკომისარი შტეფან ფულე თბილისშია

შტეფან ფულე
შტეფან ფულე

დღეს თბილისში ევროკომისარი ხვდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ხოლო პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, მინისტრებს, პარლამენტის წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ის 11–12 ივლისს  ბათუმში შეხვდება, სადაც ბატონი ფულე მონაწილეობას მიიღებს რიგით მე–10 კონფერენციაში “საქართველოს ევროპული გზა“.  

 

ვიზიტის წინ ევროკომისარმა ფულემ განაცხადა: ვილნიუსის სამიტამდე დარჩენილი პერიოდი ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული თანამშრომლობის  გაღრმავებაში ჩართულობა უნდა გამოამჟღავნონ და უზრუნველყონ, რომ ამგვარი თანამშრომლობიდან მიღებული სარგებელი მოქალაქეებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ასევე, ეს ეტაპი არის შესაძლებლობა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოებისთვის იმის ხაზგასასმელად, რომ საქართველოს და მისი მოქალაქეების მხარდაჭერა გრძელდება.“

მასალების გადაბეჭდვის წესი