ახალი ამბები

ექსპერტი: მიქაუტაძემ დაზიანება ცხვირზე სიკვდილამდე მიიღო

9 ივლისი, 2013 • • 1337
ექსპერტი: მიქაუტაძემ დაზიანება ცხვირზე სიკვდილამდე მიიღო

ჟურნალისტებს ექსპერტიზის დასკვნა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ გააცნო. 

 

გვამის გარეგანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის მარცხენა ნესტოსთან აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მიყენებული უნდა იყოს ბლაგვი, მკვრივი საგნით სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე. გარდა ამისა, გარდაცვლილს ორივე ფეხის ტერფზე აღენიშნება მოიისფრო ლაქები, თუმცა, შეუძლებელია ზუსტად თქმა, ეს დაზიანების კვალია თუ გვამური ლაქა. გარდაცვლილს კისრის არეში ასევე აღენიშნება ჩამოხრჩობის კვალი.

 

კახა კოჟორიძის განცხადებით, დაზიანების მიღების დრო ემთხვევა მამკა მიქაუტაძის პოლიციაში დაკითხვის დროს და
ეს ამყარებს იმ ეჭვს, რომ მასზე დაკითხვისა განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა.

 

საია–ს თავმჯდომარისვე განცხადებით, მამუკა მიქაუტაძის გვამისთვის 8 ივლის ჩატარებული გარეგანი ექსპერტიზის მიზანი არ იყო მისი სიკვდილის მიზეზის დადგენა და ეს გარეგანი ექსპერტიზით ვერც მოხერხდებოდა. თუმცა, მისივე განცხადებით, აღნიშნულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით არ შეიძლება 100%–იანი სიზუსტით თქმა, მასზე განხორციელდა თუ არა ძალადობა, ეს ფაქტი გამოძიებამ უნდა დაადასტუროს.

 

 კახა კოჟორიძემ ასევე არასწორი უწოდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ამბავს თავად შსს გამოიძიებს. როგორც იურისტი ამბობს, სამართლებრივად, ფორმალურად ეს დარღვევა არ არის, თუმცა დაუშვებელია იმ უწყებამ გამოიძიოს ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც იგივე უწყებაში მოხვდა.

 

“ასეთი გამოძიება არ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

 

ოჯახი აცხადებს, რომ მამუკა მიქაუტაძე შსს–ს თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე ჰყავდათ მიყვანილი რამდენიმე დღის წინ, რა დროსაც მასზე განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რის შემდეგაც სახლში დაბრუნებულმა მიქაუტაძემ ცოლს განუცხადა, რომ მას ცრუ ჩვენება მიაცემინეს გამოძიებისთვის და ამ სიცრუით ის

ზიზი ეძგვერაძე, მამუკა მიქაუტაძის ცოლი
ზიზი ეძგვერაძე, მამუკა მიქაუტაძის ცოლი

ვერ იცხოვრებდა. რამდენიმე საათის შემდეგ მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ოჯახის ცნობით, მას აიძულეს მისი მეგობრის, გელა მანჯავიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

 

გამომიძებლები 8 ივლისს, გვიან ღამემდე სახლში კითხავდნენ მიქაუტაძის ცოლს, დაკითხვას ესწრებოდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები. საქმეს შსს–ს გენერალური ინსპექცია იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი