ახალი ამბები

სუსი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი

22 ნოემბერი, 2017 • 3626
სუსი: სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია როგორს საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

სუს-ის განცხადებით, ბრალდებულები სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურში ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ისინი ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები  არ არიან საქართველოს მოქალაქეები და  არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ბრალდებულებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს:

“დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და  ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის  ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის  სრული  იდენტიფიკაცია.  მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის  სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან” – ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი