ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე 17 მაისის მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მსჯელობს

9 ივლისი, 2013 • • 1157
გედევან ფოფხაძე 17 მაისის მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მსჯელობს

შეხვედრაზე 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასების შესახებ კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტზე იმსჯელებენ. გედევან ფოფხაძის თქმით, მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რა უნდა დარჩეს და რა არა დასკვნაში:

“საბოლოო ჯამში, ახლა უნდა შევაჯეროთ და უნდა დაფიქსირდეს, არასამთავრობოებისთვის რა არის პრინციპული, რა უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ დასკვნა ვერ იქნება რაღაც ლიტერატურული ნაწარმოების ფორმით შექმნილი და ეს უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და კონკრეტული შეფასებითი დოკუმენტი. არ უნდა იყოს რაღაც თხრობითი ხასიათის და აქედან გამომდინარე, უნდა შევჯერდეთ არასამთავრობოებთან, რა მიაჩნიათ მათ პრონციპულად, რა უნდა დარჩეს დოკუმენტში. რაც შეეხება, ვთქვათ, იგივე  სამართალდამცავთა შეფასებით ნაწილს, თუ ამაზე, საბოლოო ჯამში, კონსესუსი არ იქნა მიღებული კომიტეტზე, ჩვენ რა ფორმულირებაც არ უნდა გავაკეთოთ წინასწარ დოკუმენტში, ეს შეიძლება შეიცვალოს კომიტეტის სხდომაზე. ჩვენ თავისთავად უნდა დავაფიქსიროთ ძალადობის ფაქტი, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის ფაქტი და ამაზე უნდა მოხდეს დასკვნის კონცეტრაცია. თუ იქნება განსხვავებული ხედვები ამასთან დაკავშირებით, ესეც უნდა მოვისმინოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რაღაც ფარგლებში ავსახოთ ეს, მაგრამ ამაზე არ უნდა გადაერთოს თვითონ დასკვნა, აქცენტები უნდა იყოს სწორად განსაზღვრული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი