ახალი ამბები

შეზღუდვები გზებზე ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარბუქის გამო

22 ნოემბერი, 2017 • 1753
შეზღუდვები გზებზე ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარბუქის გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

ინტენსიური თოვის გამო, მცხეთასტეფანწმინდალარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაურიკობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი, ინტენსიური თოვა და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძლულია. გზის დანარჩენ მონაკევეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის  გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ105 და კმ124-კმ159 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომიბაკურიანიახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტიღადოლარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი