“წამების, არაადამიანური და დამამაცირებელი მოპყრობის აკრძალვა არის ადამიანის უფლებებში პრაქტიკულად იმ პატარა

სიას შორის, რომელზეც სრულაიდ მთელი სამყარო თანხმდება, რომ ეს არის იმპერატიული ნორმა, იმპერატიული აკრძალვა ადამიანის უფლებებში. ეს არის პრინციპი, რომლისგანაც გადახვევა, როგორც ამბობს ადამიანის უფლებათა კონვენცია, არ შეიძლება მაშინაც კი, როცა ომია ქვეყანაში და ერის არსბეობას ემუქრება საფრთხე. რა თქმა უნდა, ბედუკაძის მიმართ გამოყენებული ღონისძიება ეჭვს იწვევს და ვეთანხმები იმას, რომ ეს არის გადასახედი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 8 ივლისს, განაცხადა, რომ მისთვის ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების არგუმენტები არასაკმარისი და არადამაჯერებელია.
“დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის. ამასთან ერთად, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა ამ საქმის სხვა ფიგურანტების მიმართ გამოჩენილმა ლოიალურობამ, რამაც, ჩემი აზრით, არაადეკვატურად ლმობიერ განაჩენებში ჰპოვა ასახვა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მთავარი პროკურორი და ლადო ბედუკაძე ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
