პრაიმერში მონაწილეობა 450–მა  დელეგატმა მიიღო. ხმების უმრავლესობა დავით ბაქრაძემ  მიიღო, მეორე ადგილზე გია ბარამიძე გავიდა, მესამე ადგილზე- ზურაბ ჯაფარიძე, ბოლო ადგილზე  კი შოთა მალაშხია. 

 

გორში გამართულ პრაიმერში მონაწილეობა შიდა ქართლის, სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა- მთიანეთის დელეგატებმა მიიღეს. პრაიმერის თემა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა,  დევნილები და ოკუპირებული ტერიტორიები იყო.

 

შეგახსენებთ, რომ  30 ივნისს ქუთაისში გამართულ პრაიმერში ასევე დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. 450 დელეგატიდან მას ხმა 387–მა მისცა. 

 

პრაიმერში “ნაციონალური მოძრაობის” 4 წევრი- ზურაბ ჯაფარიძე, გია ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე მონაწილეობენ.  “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ივლისის ბოლოს გახდება ცნობილი.  

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *