დღევანდელ შეხვედრის წინ დინამო თბილისს მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი, უეფას ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული, კრიშტიანუ რონალდუ ესტუმრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის დინამოს ვებ–გვერდი ავრცელებს.
დღეს, ასევე, დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის საწვრთნელი ბაზის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის 2003 წლის სეზონის ტრიუმფატორი, ანდრეი შევჩენკო დაესწრება.
თბილისის დინამოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დინამო მოსკოვის ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიში უკვე გამართეს.
