ბოინგ 777–მა ავიაკატსტროფა მას შემდეგ განიცადა, რაც უკვე სან–ფრანცისკოს აეროპორტში ბილიკზე დაეშვა. CNN-ი წერს, რომ მგზავრები და ეკიპაჟის წარმომადგენლები თვითმფრინავიდან ხტებოდნენ.

თვითმფრინავთან ახლოს ორი დაღუპული ადამიანი იპოვეს. სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, ორივე მათგანი ჩინეთის მოქალაქეა. თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი 305 ადამიანი კი გადარჩა. 182 ადამიანი, ეკიპაჟის წევრები და მგზავრები კი ახლომდებარე საავადმყოფოში იტარებენ მკურნალობის კურსს. BBC-ის ინფორმაციით, 49 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია.

 

ავიაკატასტროფის მიზეზები დადგენილი ჯერ–ჯერობით არ არის.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *