აქციის მონაწილეები აღნიშნულ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობების აშენებას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ყოფილი ფსიქიატრული საავადმყოფოს ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც კარგი ჰაერი და ბევრი ხეა. ისინი შენობების აშენების ნაცვლად პარკის მოწყობას ითხოვენ. როგორც აქციის ერთერთმა მონაწილემ განაცხადა, მოსახლეობის აზრი არ იყო გათვალისწინებული, შესაბამისად, ისინი გეგმავენ სასამართლოსთვის მიმართვას.




