“სამართალდამცველებმა წალენჯიხაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი  ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კილო და 208 გრ „მარიხუანას“ შემცველი ნედლი კანაფი  და 2,26 გრ გამომშრალი „მარიხუანა“.”

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ მოქალაქე დაკავების მომენტში  „მარიხუანას“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *