“ტელევიზორში მოვისმინე დილით, რომ ვიღაც სტუდენტები ითხოვდნენ უნივერსიტეტის ავტონომიის არშეზღუდვას და ტრანსპარანტების გაკვრისთვის დააჯარიმეს 1000 ლარით. ყველა სტუდენტმა უნდა დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, მე არ ვარ მომხრე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, მაგრამ თუ ჩვენი ბიუჯეტი ცდილობს თავის სერიოზული პრობლემების გადაწყვეტას უპრეცედენტო ჯარიმებით, 1000 ლარი, არ ვიცი, რომელმა სტუდენტმა შეიძლება გადაიხადოს იმისათვის, რომ სადღაც პლაკატის გაკვრა უნდოდა, მე მგონი, სწორი მეთოდი არაა, უფრო სწორია იმ პრობლემას მივხედოთ, რისთვისაც ისინი ნერვიულობენ, რომ არ იყოს უნივერსიტეტების ავტონომია შელახული”, – განაცხადა პრეზიდენტმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორი სტუდენტი, რომლებიც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებდნენ, სასამართლომ 1000–1000 ლარით დააჯარიმა. სტუდენტების თქმით, ისინი მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ #1 სკოლის წინ ტრანსპარანტის გაკვრას აპირებდნენ.
