დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის მიხედვით ჰქონდათ წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

 

“ქუთაისის საქალაქიო სასამართლომ 100–100 ლარიანი ჯარიმა დააკისრა მამუკა ჯიშკარიანს, ალეკო სვანაძეს და მირიან გოცირიძეს,” – განაცხადა ომანაძემ. 

 

“ტორპედოსა” და “ჟილინას” თამაშის დროს “ტორპედოს” გულშემატკივრები აგინებდნენ “ტორპედოს” მფლობელ “ვისოლს” და კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის ახლებურად დაკომპლექტების გამო, გარდა ამისა, გულშემატკივრებმა ცეცხლი წაუკიდეს მაშხალებს და დაიმტვრა რამდენიმე სკამი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *