ახალი ამბები

კინოცენტრმა ნახევარ მილიონად 14 ფილმის პროექტი დააფინანსა

16 ნოემბერი, 2017 • 2033
კინოცენტრმა ნახევარ მილიონად 14 ფილმის პროექტი დააფინანსა

ეროვნულმა კინოცენტრმა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2017 წლის კონკურსის შედეგად 14 პროექტი დააფინანსა.

კონკურსისთვის გამოყოფილი იყო 505 000 ლარი. კონკურსში მონაწილე ობდა 46 პროექტი, რომელთა განხილვისას საექსპერტო კომისიამ საინტერესოდ მიიჩნია პროექტების დიდი რაოდენობა, აცხადებს კინოცენტრი.

“საექსპერტო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საკონკურსო ფონდის გაზრდის თაობაზე. თითოეული პროექტის ბიუჯეტი საექსპერტო კომისიის მიერ შეთანხმებულია პროექტის პროდიუსერთან. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა საკონკურსო ბიუჯეტის გაზრდა”, – აცხადებს კინოცენტრი.

დაფინანსებული პროექტები:

[checklist]

  • ,,ამბავი დუმბაძეებისა’’ დაფინანსდა 50 000 ლარით
  • ,,ცარიელი მაგიდა’’ დაფინანსდა 37 000 ლარით
  • ,,მარქსის ქუჩა 12’’ დაფინანსდა 21 000 ლარით
  • ,,კრიმანჭულის ქურდები’’ დაფინანსდა  44 000 ლარით
  •  ,,დევნილი’’ დაფინანსდა 47 000 ლარით
  • ,,ღამის მორიგე ‘’ დაფინანსდა 32 000 ლარით
  • ,,ცუდი ხალხი’’ დაფინანსდა 47 000 ლარით
  • ,,ბავშვი’’ დაფინანსდა 41 000 ლარით
  • ,,გადასასვლელი’’  დაფინანსდა 15 000 ლარით
  • ,,დამლაშებული პირსახოცები’’ დაფინანსდა 30 000 ლარით
  • ,,ზაფხული’’ დაფინანსდა 32 000 ლარით
  • ,,სასტუმრო მირაჟი’’ დაფინანსდა 39 000 ლარით
  • ,,მეხდაკრული’’ დაფინანსდა 39 000 ლარით
  • ,, უსაზღვროდ’’ დაფინანსდა 31 000 ლარით

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი