ახალი ამბები

დევნილების ნაწილს, შესაძლოა, ყოველთვიური დახმარება მოეხსნას

5 ივლისი, 2013 • 1057
დევნილების ნაწილს, შესაძლოა, ყოველთვიური დახმარება მოეხსნას

ხადურის თქმით, ეს ინიციატივა სწორია. მისი განმარტებით, შემწეობა იმ დევნილებმა უნდა მიიღონ, რომელსაც ამის საჭიროება აქვთ. 

 

“თუ ადამიანს აქვს დიდი შემოსავალი, 28- ლარიანი შემწეობა ჯობს სხვამ მიიღოს და მას 56 ლარი გაუხდეს. სწორი იქნება, თუ დახმარება მხოლოდ სტატუსის გამო არ გაიცემა. ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, რა იქნება ის ფინანსური ზღვარი, რომლის მიხედვით მოხდება დახმარების მოხსნა. ჯერჯერობით ეს ზღვარი დადგენილი არ არის, იქნება ეს 1500 ლარი თუ სხვა ოდენობა,”- განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს და ის ამ ეტაპზე მხოლოდ მინისტრის მოსაზრება იყო, რომელზეც მან  მთავრობის ბოლო სხდომაზე ისაუბრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი