ქართულ-თურქული კომპანია „აჭარა-ტექსტილის“ სამკერვალო ფაბრიკისთვის ახალი შენობა აშენდება. ახალ ფაბრიკაში, რომელიც წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს, 700-მდე ადამიანი დასაქმდება. უკვე არსებულ 9 საწარმოო ხაზს, ახალი ბრენდის წარმოებასთან ერთად, 12 პროფილი დაემატება, მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზრდება. “აჭარა ტექსტილის” განვითარებაში სულ 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

ბათუმში შეკერილი “ნაიკის” სპორტული ტანსაცმელი ექსპორტზე გავა. 

 

ცნობილი სპორტული ბრენდების – “პუმას”, “ადიდასის”, “ლოტოსა” და “ერიმას” პროდუქციას “აჭარა-ტექსტილის” ბათუმისა და ქობულეთის სამკერვალო ფაბრიკები 2008-2011 წლებიდან აწარმოებენ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *